წელს უცხოელი სტუდენტების დანახარჯები 800 მლნ ლარს გადააჭარბებს – Galt & Taggart

2024 წელს უცხოელი სტუდენტების დანახარჯები 800 მლნ ლარს გადააჭარბებს. ინფორმაციას Galt & Taggart-ი საქართველოს ეკონომიკის და სექტორების მიმოხილვაში აქვეყნებს.
მიმოხილვის მიხედვით, წელს განათლებაზე გაწეული დანახარჯები 452 მლნ ლარი იქნება, სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები კი რაც განათლების დანახარჯების გარდა საკმაოდ დიდია 371 მლნ ლარი იქნება.
ბოლო წლებში საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა და წილი განათლების სექტორში სწრაფად გაიზარდა. 2023/2024 სასწავლო წლისთვის ქვეყანის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 31 000 უცხოელი სტუდენტი ირიცხებოდა, აქედან 8 ათასი კერძო უნივერსიტეტებში, 23 ათასი კი სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობს.
2023/24 სასწავლო წლის დასაწყისისთვის უცხოელი სტუდენტები მთლიანი ჩარიცხვების 17.3%-ს შეადგენდნენ. სტუდენტების 52.1% ინდოეთიდანაა, 8.7% იორდანიიდან, ხოლო 5.5% დან.
„უცხოელი სტუდენტების უმრავლესობა (85%) ამჟამად ჯანდაცვის პროგრამებზე სწავლობს. რამდენიმე საბაკალავრო პროგრამის 3-წლიან სწავლებაზე გადასვლის შემდეგ, სავარაუდოა, უცხოელი სტუდენტების რაოდენობის დამატებითი ზრდა“, – მიიჩნევენ Galt & Taggart-ში.