რუსეთში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის მაგადანის ოლქში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც 20 ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა.
მედიის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი და დაშავდა კიდევ ორი. წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა.
რუსეთის შორეული აღმოსავლეთის სატრანსპორტო პროკურატურის ინფორმაციით, ვერტმფრენს ოქროს მაღაროს მუშები გადაჰყავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი – ვაღიარებ, რომ 14-დღიანი ვადა უკიდურესად მოკლე დროა, ამიტომ ორი კვირის განმავლობაში დილის 05:00 საათზე ვიღვიძებდი – ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო