გუბერნატორი – უკრაინა ბელგოროდს დრონებით დაესხა თავს

უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელგოროდს თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს, – ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი იუწყება.
მისი ინფორმაციით, ქალაქზე თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი სახლის ფანჯრების მინები ჩაიმსხვრა, მაგრამ არავინ დაშავებულა.
„ქალაქ ბელგოროდს უკრაინის შეიარაღებული ძალები თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად მშრალ ბალახში ხანძარი გაჩნდა, რომელიც სახანძრო ეკიპაჟებმა სწრაფად ჩააქრეს. ასევე ჩაიმსხვრა ფანჯრების მინები ერთ-ერთ კერძო სახლში“, – წერს გლადკოვი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ