საჩემპიონთალიგო შანსი “ნაპოლის” – “მილანი” შეიძლება ევროტურნირებიდან მოკვეთონ

გუშინ “მილანის” ოფისში ფინანსურმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა და ექსპერტიზისთვის დოკუმენტები და კომპიუტერის ფაილები წაიღო.
პროკურატურა თვლის, რომ კლუბის მფლობელი ისევ Elliott Management-ია, რომელმაც აქციები 2022 წელს ფორმალურად RedBird Capital Partners-ს მიჰყიდა.
Elliott Management-ი აგრეთვე ფრანგული “ლილის” მფლობელია, ერთ კომპანიას კი უეფას და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წესდებით არ აქვს უფლება ორი კლუბის მეპატრონე იყოს და ისინი შეიძლება ევროტურნირებიდან მოკვეთონ.
Areanapoli აღნიშნავს, რომ სიტუაციას “ნაპოლი” აკვირდება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა უნდა.
სერია A-დან ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლება ოთხ კლუბს აქვს, თუმცა რეიტინგით
შეიძლება ვითარება შეიცვალოს და ტურნირზე მეხუთეადგილოსანიც გავიდეს, ხოლო თუ “მილანის” მიმართ სანქციები გამოიყენეს, ტურნირზე იმ კლუბს დაუშვებენ, რომელიც საბოლოოდ სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციას დაიკავებს.
ზაფხულში უნდა წავიდეს თუ ბაბუმ გაატრაკა და 100+ მილიონი მოითხოვა ჯუხელმა უნდა ჩართოს ჩეჩენი ძმები საქმეში და ატაში წაიყვანოს გაასერნონ იქნებ მოვიდეს აზრზე