“ჩვენ პირში ვეუბნებით სიმართლეს ჩვენს მეგობრებს, ეს ანტიდასავლურობაა და ადეიშვილის გადაადგილება დასავლურობა?“ – მდინარაძე

მ PALITRANEWS-ის ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, რომ ისინი მეგობრებს სიმართლეს პირში ეუბნებიან.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ადამიანი, რომელიც სადისტური სისტემის შემქმნელი იყო, რომელსაც ევროპაში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევენ და ამაზე მმართველი პარტია საყვედურს აცხადებს, არ შეიძლება ეს ანტიდასავლურად ჩაითვალოს.

“საქართველოს მოსახლეობის ოთხმოცდაათი პროცენტი სადისტად და ამ სადისტური სისტემის შემქმნელებად ვისაც უყურებს, მათ შორის, ერთ-ერთ მთავარ ადამიანს თუ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევენ და ჩვენ ამაზე ვუსაყვედურებთ, ეს არის ანტიდასავლურობა? ხომ არ შეიძლება ეს ანტიდასავლურობა იყოს. ამაში ხომ დიდი სპეკულაცია და დიდი ანტიდასავლურობაა თავის მხრივ, ჩადებული. ეს ხომ ასეა ობიექტურად. ადეიშვილზე ვლაპარაკობთ, ვიკამათოთ ადეიშვილი არის თუ არა ამ სისტემის შემქმნელი? ხომ არ არის საკამათო მომენტი, თვითონაც ვერ კამათობენ“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა არის ყველაზე ამორალური დანაშაული, მაგრამ ამ დანაშაულზე მეტად ამორალურია ის კომენტარები, რასაც ნაცმოძრაობის წევრები აკეთებენ

ირაკლი ღარიბაშვილი და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ადიგენისა და ნინოწმინდის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ