khaleejtimes-ის ინფორმაციით, 2023 წელს დუბაის სავაჭრო პალატას 15000-ზე მეტი ახალი ინდური კომპანია შეუერთდა.
როგორც დუბაის სავაჭრო პალატის ბოლო ანალიზიდან ირკვევა, 2023 წელს 15 481 ახალი ინდური კომპანია გახდა პალატის წევრი. ეს მაჩვენებელი 2022 წლის მონაცემებს 38%-ით აღემატება და ხაზს უსვამს დუბაის მუდმივ მიმზიდველობას, ინდური ბიზნესებისა და ინვესტორების მხრიდან.
მეორე პოზიციაზე პაკისტანი გავიდა. 2023 წელს დუბაის სავაჭრო პალატას 8 036 პაკისტანური კომპანია შეუერთდა (2022 წლის მონაცემებს 71.2%-ით აღემატება). მესამე პოზიცია კი ეგვიპტემ დაიკავა. პალატაში 4837 ეგვიპტური კომპანია შევიდა (წლიური წილის 63.2 %-იანი ზრდა).
„წლების მანძილზე, დუბაი მუდმივად იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ხაზს უსვამს ემირატის ბიზნეს გარემოს მრავალფეროვნებას და მის ფართო ეკონომიკურ მიმზიდველობას, როგორც გლობალურს,“ – აღნიშნა დუბაის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მოჰამად ალი რაშედ ლოოტამ.