კაცობაზე და ვაჟკაცობაზე საუბრობენ, მაშინ, როცა თუკი რამე არაკაცური არსებობს ქვეყანაში, მათი დანერგილია

მე „ნაცის“ ადგილზე კაცობაზე არ ვილაპარაკებდი, თან რომ ლიდერი ჰყავთ, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში და არ შევიდოდი პოლემიკაში ს გუნდის წარმომადგენლებთან, – ასე განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ. მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთი კვირაა კაცობაზე და ვაჟკაცობაზე საუბრობენ, მაშინ, როდესაც თუკი რამე არაკაცური არსებობს ქვეყანაში მათი დანერგილია.
„ზოგიერთ მათგანს, ყველაზე ნამდვილად არ ვამბობ, 18 წლამდე და 20 წლამდე ეზოში არ უშვებდნენ დედ-მამის გარეშე, ჰოდა რა კაცობაზე გველაპარაკებიან მწამებლები. თუკი რამე არაკაცური არსებობს ქვეყანაში მათი დანერგილია და სადარბაზოებში ვერ ჩადიოდნენ მარტო სხვა ბიჭების რომ ეშინოდათ. არ იყო სალაპარაკო, მაგრამ მაინც გვათქმევინეს, რა კაცობაზე და ვაჟკაცობაზე გველაპარაკებიან ერთი კვირაა. ეს ხალხი ცდილობს მოტყუებას იმგვარად, რომ თითქოს ამ ხალხს დავიწყებული აქვთ რას აკეთებდნენ ისინი წარსულში“, – აღნიშნა მდინარაძემ.
Previous: ლგბტ პროპაგანდის მხარეს რომ იჭერენ და ვერ ემიჯნებიან, ამის გადასაფარად “ნაცმოძრაობას” როზნერი ფასების თემის წამოწევას სთავაზობს, რაშიც შეგნებულად შევყევით, სადაც მართალი ხარ, იმას არ დააიგნორებ
Next: არახამიასთვის და მისნაირებისთვის არის ფულით სავსე ბეღელი

ასევე დაგაინტერესებთ