” ჩვენ იქ არ გვყავდა ჯარი, ახლა გვეყოლება. იქ არ გვქონდა შეიარაღების სისტემები, ახლა გაჩნდება“ – ორგორ პასუხობს პუტინი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას

” ჩვენ იქ არ გვყავდა ჯარი, ახლა გვეყოლება. იქ არ გვქონდა შეიარაღების სისტემები, ახლა გაჩნდება“ – ორგორ პასუხობს პუტინი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას
„ვფიქრობ, ისინი უფრო მეტად მოგებულები იყვნენ, როდესაც ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ, რადგან ეს გარკვეულ უპირატესობებს განიჭებს, თუნდაც როგორც მოლაპარაკებების მოედანი იმისთვის, რომ შეამცირო დაძაბულობა ევროპაში. ფინეთთან ჩვენ საერთოდ იდეალური ურთიერთობები გვქონდა, უბრალოდ იდეალური. არ გვქონდა ერთმანეთის მიმართ არც ერთი პრეტენზია, მით უმეტეს ტერიტორიული, სხვა სფეროებზე რომ არაფერი ვთქვა. ჯარებიც კი არ გვყავდა, ჩვენ რუსეთ-ფინეთის საზღვრიდან ყველა დანაყოფი გავიყვანეთ. რატომ გააკეთეს ეს? ჩემი აზრით, მხოლოდ სუფთა პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ალბათ ძალიან უნდოდათ, ყოფილიყვნენ დასავლური კლუბის წევრები, რაღაც „ქოლგის“ ქვეშ. რაში სჭირდებათ ეს, გულწრფელად არ მესმის. ეს არის აბსოლუტურად უაზრო ნაბიჯი საკუთარი ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. თუმცა, ეს მათი გადასაწყვეტია, მათ ასე გადაწყვიტეს. ჩვენ იქ არ გვყავდა ჯარი, ახლა გვეყოლება. იქ არ გვქონდა შეიარაღების სისტემები, ახლა გაჩნდება“

ასე უპასუხა პუტინმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხს.

პუტინმა აღნიშნა რომ რუსეთსა და ფინეთს შორის დადებითი ეკონომიკური და მეგობრული ურთიერთობა შეიცვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება