“ნაპოლი” “რეალის” ცენტრალური მცველის ნაჩო ფერნანდესის გადაბირებას შეეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას Todofichajes-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “პარტენოპეის” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრალური მცველის შეძენა სურს, გამოცდილ ესპანელ მცველს კი სეზონის ბოლოს “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი ეწურება, რომელიც დიდი ალბათობით აღარ გაგრძელდება.
ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა ნაჩოს “ნაპოლიში” გადაბარგება.
შეგახსენებთ, ფერნანდესი “რეალის” აღზრდილია, იგი “ბლანკოსის” ღირსებას 2009 წლიდან იცავს.