რუსეთის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 11%, ხოლო იმპორტში 11.7%-ია – რას ვყიდით და ვყიდულობთ

რუსეთის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 11%-ი, ხოლო იმპორტში 11.7%-ია.
2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 462.8 მლნ. დოლარი), (2 040.2 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 665.6 მლნ. აშშ დოლარი).
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი, რომელიც რუსეთში გადის:
ყურძნის ნატურალური ღვინოები – $ 144 075 ათასი;
მსუბუქი ავტომობილები (ცალი) – $ 67 063.7 ათასი;
მინერალური და მტკნარი წყლები – $ 54 288.5 ათასი;
წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 53 022.2 ათასი;
სპირტიანი სასმელები – $ 50 163.4 ათასი;
დანარჩენი საქონელი – სულ – $ 190 343.1 ათასი.
უმსხვილესი საიმპორტო საქონელი, რომელიც რუსეთიდან შემოგვაქვს:
ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $ 502 698.8 ათასი;
ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – $ 101 618.1 ათასი;
ხორბლის და მესლინი – $ 44 701.1 ათასი;
ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები – $ 41 633 ათასი;
წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – $ 38 834.3 ათასი;
დანარჩენი საქონელი – სულ – $ 751 749.1 ათასი.

ასევე დაგაინტერესებთ

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება კომისიები, რომლებიც აღწერენ ზარალს და გადაწყდება როგორც კომპენსაციის, ისე ანაზღაურების საკითხები – ლევან ჟორჟოლიანი