ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ნომინაციისთვის დელეგატების საკმარისი რაოდენობა დააგროვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა 1215 პარტიული დელეგატი მოიპოვა, ხოლო ჯო ბაიდენმა – 1968.
„რესპუბლიკური“ პარტიის ნომინაციის მოპოვების შემდეგ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლა აღნიშვნის დრო არ არის და მთელ ყურადღებას კონკურენტის დამარცხებას უთმობს, რომელსაც მან აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი უწოდა.
ჯო ბაიდენის თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ ამომრჩევლების ფართო კოალიციამ ნდობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი შურისძიების კამპანიას აწარმოებს და ამერიკის იდეას საფრთხეს უქმნის.