ემანუელ მაკრონი პარასკევს ოლაფ შოლცსა და დონალდ ტუსკს შეხვდება

ემანუელ მაკრონი პარასკევს ოლაფ შოლცსა და დონალდ ტუსკს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ევროპულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, თავდაპირველად, ბერლინში ერთმანეთს საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი შეხვდებიან, მოგვიანებით კი მათ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი შეუერთდება.
1991 წელს შექმნილი გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის პოლიტიკური თანამშრომლობის პლატფორმის „ვაიმარის სამკუთხედის“ ფარგლებში, ეს დონალდ ტუსკის, როგორც პრემიერ-მინისტრის, პირველი შეხვედრა იქნება.