სამშვიდობო გეგმები, რუსეთის მონაწილეობის გარეშე, შედეგს არ გამოიღებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„გამოვხატეთ რა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ სამშვიდობო გეგმები, რომლებიც გამორიცხავს რუსეთს, არანაირ შედეგს არ გამოიღებს“, – აღნიშნა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის „მშვიდობის სამიტს“ უმასპინძლოს.