7-კაცა | მე-9 ადგილი მონტევიდეოში

საქართველოს 7-კაცამ ურუგვაიში, მონტევიდეოში გამართულ მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპზე 5-იდან სამი თამაში მოიგო და მე-9 ადგილი დაიკავა.
დასკვნითი მატჩი იაპონიასთან გვქონდა და მე-2 წუთზე საბა არჩვაძის გარდასახული ლელოთი დავწინაურდით. მერე თეიმურაზ კოხოძემ ყვითელი ბარათი მიიღო და საჯარიმო ლელოთიც დავისაჯეთ, თუმცა ჯერ კიდევ კაცნაკლულები გიორგი ჯობავას ინდივიდუალური ლელოთი დავწინაურდით.
იაპონიამ ამჯერადაც შეძლო ანგარიშის გათანაბრება და თამაში დამატებით დროში გაგრძელდა, სოსო მათიაშვილის ლელომ კი საქართველოს 17:12 მოაგებინა.
ამრიგად, მონტევიდეოს ეტაპზე საქართველომ 4 ქულა მიიღო, ჯამში 10 გაუხდა და საერთო ცხრილში
მე-9 ადგილზეა. მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის მესამე, დასკვნით ეტაპს, 18-19 მაისს გერმანია, მიუნხენი უმასპინძლებს.
მეორე ეტაპის გამარჯვებული ურუგვაი გახდა, რომელმაც ფინალში ჰონკონგი დაამარცხა, კენიამ კი ჩილეს სძლია და მესამე ადგილი დაიკავა. სერიას ორი ეტაპის ჯამში 36-36 ქულით კენია და ურუგვაი ლიდერობენ.
7-კაცას შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მეორე (მონტევიდეო, ურუგვაი) ეტაპზე:
ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, იოსებ მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, თემურ კოხოძე, საბა არჩვაძე, გიორგი ჯობავა, გაგა ქევხიშვილი, რომან მახათაძე, ირაკლი სიმსივე, თემურ ჭიჭინაძე, დავით იმნაძე.
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე
Rugby.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში