გიორგი კახიანი – სამწუხაროდ, არახამიას განცხადებებში იმ დამოკიდებულებას ვხედავთ, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებობს

საქართველოს ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განმარტებით ს მიერ გაკეთებულ განცხადებებში იკითხება უკრაინის ხელისუფლებას დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მისი თქმით, მიუხედავად ამ დამოკიდებულებისა საქართველო კვლავ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
„სამწუხაროდ, არახამიას განცხადებებში იმ დამოკიდებულებას ვხედავთ, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებობს. საქართველო ს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყველანაირად უდგას გვერდში და ჩვენ მათი მხარდაჭერისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. სამწუხაროდ, მათი მხრიდან ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას ვიღებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში იმ მდგომარეობას ვიზიარებთ, რა მდგომარეობაშიც ისინი არიან. ვხედავთ, უკრაინა რა მძიმე მდგომარეობაშია და ამიტომ, მათთან ასეთ თემებზე პოლემიკაში შესვლა არ ღირს. ასეთი უსამართლო დამოკიდებულის მიუხედავად უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა შვეიცარიაში ვიზიტის დროს.