ეროვნულმა კინოცენტრმა ახალი ორენოვანი პორტალი „ქართული ეროვნული კინომემკვიდრეობა“ შექმნა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 2016 წლიდან ახორციელებს პროექტს „ქართული კინომემკვიდრეობის დაბრუნება საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც რუსეთის ცენტრალური არქივიდან ჩამოტანილი და აღდგენილია 60-მდე ფილმი, მათ შორის – 1920-30-იან წლებში გადაღებული 31 უხმო კინოსურათი.
ეროვნულმა კინოცენტრმა ერთი წლის მუშაობის შემდეგ შექმნა ახალი ორენოვანი პორტალი „ქართული ეროვნული კინომემკვიდრეობა“ (https://gnfcheritage.ge/), რომელზედაც ყველასათვის ხელმისაწვდომია 1920-30-იანი წლების ფილმები.
კინომემკვიდრეობის ნახვა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. ეროვნული კინოცენტრის მიზანია ქართული კინო ხელმისაწვდომი გახდეს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ქართველი ემიგრანტებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ