ვოლოდიმირ ზელენსკი კრივი-რიჰზე თავდასხმაზე – რუსეთს საპასუხო დანაკარგებს მივაყენებთ, კრემლში უნდა ისწავლონ, რომ მათი ტერორი დაუსჯელი არ დარჩება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კრივი-რიჰზე რუსეთის დარტყმას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინა საპასუხო დარტყმებს განახორციელებს.
„რუსეთის სახელმწიფოს საპასუხო დანაკარგებს მივაყენებთ – სრულიად სამართლიანად. კრემლში უნდა ისწავლონ, რომ მათი ტერორი დაუსჯელი არ დარჩება. ამ პაციენტებს ბოროტებისგან უკვე ვერაფერი განკურნავს, მაგრამ დანაკარგს იგრძნობენ. რუსული სახელმწიფო წააგებს და მხოლოდ ამას შეუძლია ის მეზობლებისთვის უსაფრთხო გახადოს. არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ სხვადასხვა ერებისთვის, ჩვენი ქმედებები ახლა სიცოცხლის გადამრჩენია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის მოხსენება ბრძოლის ველზე უკრაინის ჯარების მოქმედებებთან, დაზვერვის ოფიცრების ქმედებებთან და უკრაინული დრონების მიღწევებთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, ყველა ხედავს, რომ ჩვენი დრონები მუშაობენ და ისინი მუშაობენ შორ მანძილზე. ჩვენი შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობა არის უსაფრთხოებასთან ყველას რეალური მიახლოება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, გუშინ რუსების მიერ კრივი-რიჰის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ