მაკა ბოჭორიშვილი სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, საქართველოსთვის ევროპული საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბერის გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობაზე და კანდიდატის სტატუსის მინიჭებით შექმნილ ახალ პერსპექტივებზე ისაუბრა.
მათივე ცნობით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორია მიმოიხილა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე და ასევე, არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
„მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს პარლამენტის როლზე.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დისკუსიის ფარგლებში, ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და მომავალი შეხვედრებისთვის მზაობა გამოხატა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან