რუსული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომელშიც 15 ადამიანი იმყოფებოდა, ჩამოვარდა

რუსეთმა განაცხადა, რომ სამშაბათს, აფრენიდან მალევე, მისი ერთ-ერთი სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი Ilyushin Il-76 ჩამოვარდა. მოსკოვის ცნობით, ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავზე გაჩენილი ხანძარი გახდა.
ს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კატასტროფა ივანოვოს რაიონში მოხდა. რუსული ონლაინ საინფორმაციო სამსახურების ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
რუსულ სოციალურ მედიაში გადაუმოწმებელი ვიდეოკადრები ვრცელდება, რომელზეც ასახულია, ძრავზე გაჩენილი ხანძრით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტი.

ასევე დაგაინტერესებთ