Student Card-ით ახლა უკვე უფრო მეტი PLUS ქულის დაგროვებაა შესაძლებელი

სტუდენტებისთვის საკუთარი ფინანსების მარტივად და ეფექტურად სამართავად, დანაზოგების შექმნის საბაზისო პრინციპების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად „საქართველოს ბანკი“ სტუდენტური ბარათის მფლობელებს სხვადასხვა შესაძლებლობას მუდმივად სთავაზობს.
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ახალი შეთავაზების ფარგლებში, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ უფრო მეტი PLUS ქულა „საქართველოს ბანკის“ ტერმინალზე გადახდისას. (ინიციატივის ფარგლებში, Student Card-ის მფლობელებს ყოველ გადახდილ 1 ლარზე 2 PLUS ქულა დაერიცხებათ).
„PLUS ქულების გადაცვლა 10 000-ზე მეტ პარტნიორ კომპანიაშია შესაძლებელი.
PLUS ქულებით გადახდისას მომხმარებლები კონკრეტული კამპანიებისა და შეთავაზებების ფარგლებში პერიოდულად ფასდაკლებებსაც და სპეციალურ შეთავაზებებსაც მიიღებენ.
სტუდენტური ბარათით ყოველ გადახდილ 1 ლარზე 2 PLUS ქულა დაგროვდება განურჩევლად ლოიალურობის სტატუსისა, რომელიც ბანკის მომხმარებლებისთვის არსებობს.
ამასთან, Student Card-ის მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ დამატებითი შეთავაზებებით:
ბარათის მფლობელებს ასევე შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ Student Card-ის ჯანდაცვის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც დამატებითი ბენეფიტებით ისარგებლებენ კლინიკებში, აფთიაქებსა და სტომატოლოგიურ ცენტრში.
სტუდენტური ბარათით გადახდისას ახალგაზრდებს შეუძლიათ ისარგებლონ განახლებადი შეთავაზებებით პარტნიორ კომპანიებში – მიიღონ ფასდაკლებები ან “ქეშბექი” საყვარელ ობიექტებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ სტუდენტური ბარათის აღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სტუდენტის სტატუსი აქვს ან არის 18-23 წლის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ