აფხაზეთიდან დევნილ, მრავალშვილიან დედებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთიდან დევნილ, მრავალშვილიან დედებს შეხვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც აფხაზეთიდან დევნილ ქალებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია სამინისტროს პროგრამების შესახებ და ასევე, ესაუბრეთ თავიანთ საჭიროებებზე.
„ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული განვითარება, სიძლიერე, სწორედ ასეთ ქალბატონებზე დგას, რომლებიც ზრდიან ჩვენი ქვეყნის წარმატებულ შვილებს და არიან სამაგალითო მშობლები. მჯერა, რომ მათი მზრუნველობა შვილების მიმართ, დიდ როლს ითამაშებს საქართველოს გაერთიანებისა და განვითარების საქმეში“,- განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო