საპენსიო სისტემის მონაწილის დანაზოგის საშუალო მოცულობა 3500 ლარია

საქართველოს საპენსიო სააგენტომ 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, ფონდის ზომის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, სისტემის მონაწილეთა რაოდენობაა 1.3 მილიონი, ხოლო ფონდის მთლიანი ზომა 4.6 მილიარდ ლარს შეადგენს. საპენსიო სისტემის მონაწილის მიერ დაზოგილი თანხის საშუალო მოცულობა 3500 ლარს შეადგენს.
არსებული მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 7,583 პირმა ისარგებლა და მათზე სულ 23.4 მილიონი ლარი გაიცა, რაც ერთ ბენეფიციარზე საშუალოდ 3 ათას ლარს ნიშნავს.
მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების 99%, ანუ 4.57 მილიარდი ლარი დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში არის განთავსებული. აღნიშნული პორტფელის 80% ქართულ საინვესტიციო აქტივებში არის ინვესტირებული, 20% კი უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული და მისი მეშვეობით საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე არის ინვესტიციები განხორციელებული.
პორტფელის 57% ქართული ბანკების ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატებში დევს, 16% დევს საქართველოს სახაზინო ობლიგაციებში, 18.7% გლობალურ კორპორატიულ აქციებში, 6.5% ბანკის მიმდინარე ანგარიშებზე, 0.9% ადგილობრივ კორპორატიულ ობლიგაციებში, 0.5% კი ევროობლიგაციებში.

ასევე დაგაინტერესებთ