თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ, განაცხადა:
„სწორედ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს გვპირდებოდნენ საწვავის ფასის გაიაფებას, რადგან გვეუბნებოდნენ, რომ მაშინდელი ფასი, რომელიც იყო ერთი ლარი და 95 თეთრი, იძახდნენ, რომ ლარი ვიღაცის ჯიბეში მიდიოდა. გვპირდებოდნენ საწვავის ფასის გაიაფებას, მაგრამ პროდუქტების, მედიკამენტების, სერვისების გაძვირებასთან ერთად გაიზარდა და კატასტროფული ფასი აქვს საწვავს. საწვავის ფასის ზრდა, რა თქმა უნდა, პირდაპირ პროპორციულად აისახება დანარჩენი პროდუქტების და მედიკამენტების ფასების ზრდაზე. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს საზღვარზე ერთი ლიტრი ბენზინის და დიზელის ფასი დაახლოებით არის ერთი ლარი და 65 თეთრი, მაგრამ ბენზინგასამართ სადგურებზე დაახლოებით ორჯერ ძვირად იყიდება. ეს არის სწორედ ივანიშვილის და მისი მაფიოზური კლანის ბრალი, რადგან გადასახადები მათ ხელშია, მაგრამ გადასახადები და აქციზი ერთია, მთავარი რაც ხდება არის ის, რომ მათ აქვს მონოპოლია ნავთობპროდუქტებზე, ერთი ლიტრი საწვავი ქვეყანაში ვერ შემოდის ბიძინა ივანიშვილის და მისი კლანის გარეშე, ამიტომ ეს არის ხელოვნური მაფიოზური ფასი, რომლითაც ისინი ქართველი ხალხის, ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე შოულობენ დამატებით ასეულობით მილიონ დოლარს. ამიტომ მივმართავთ ჩვენ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააკეთონ ყველაფერი, რომ დაიწიოს ფასებმა, რადგან ფასები პირდაპირპროპორციულად ურტყამს ჩვენი მოსახლეობის ჯიბეს, ურტყამს პროდუქტების, მედიკამენტების ფასს, ამიტომ ჩვენ წელს გვაქვს უნიკალური შანსი, რომ შვცვალლოთ ეს ხელისუფლება 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე და ჩვენ ვიქნებით ის ხალხი, რომლებიც მოვაწესრიგებთ იმას, რომ ასეთ კატასტროფულ ფასს ჩვენი მოქალაქეები არ იხდიდნენ. ერთ-ერთი მარტივი გამოსავალია, რომ აქციზის ფასმა დაიწიოს, რადგან იმის ნაცვლად, რომ განახევრებულიყო, შემცირებულიყო აქციზის ფასი, ამათმა გაზარდეს რაც პირდაპირ აისახა ტარიფზე, თუმცა მთავარი რაც არის, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მაფიოზური კლანი, რომელიც უნდა გაქრეს ამ ქვეყნიდან და ნავთობპროდუქტების ბიზნესიდან, რადგან ისინი ხელოვნურად ზრდიან ამ ფასებს, რომ მოსახლობის ჯიბეებიდან ამოიღონ დამატებით ასეულობით მილიონი დოლარი.“