“ბარსელონა” დიაშით დაინტერესდა, “ლივერპული” 120 მილიონ ევროს ითხოვს

“ბარსელონა” “ლივერპულის” შემტევის, ლუის დიაშის დამატებით დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას კოლუმბიური გამოცემა El Heraldo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეებმა ტრანსფერის დეტალებზე უკვე ისაუბრეს და “მერსისაიდელებმა” კოლუმბიელი შემტევის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო მოითხოვეს.
გამოცემის ინფორმაციით, თუ ლაპორტა ამ თანხის გადახდას დათანხმდება, “ლივერპული” ფეხბურთელის გასხვისებას უყოყმანოდ დათანხმდება.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში დიაშმა “წითლების” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 38 მატჩი გამართა, თავი კი 11 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში