“ლილში” დაბრუნებაზე სერიოზულად ვფიქრობდი მაგრამ…” – აზარმა გაამხილა, რატომ თქვა უარი ფეხბურთში დაბრუნებაზე

ვეტერანმა ფეხბურთელმა ედენ აზარმა “ლილში” შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა. ბელგიელის თქმით, კარიერის დასრულებამდე ფრანგულ კლუბში გადასვლაზე ფიქრობდა, თუმცა მისმა სხეულმა ამის საშუალება არ მისცა.
“ლილი” ჩემი კლუბია, ერთადერთი ფრანგული კლუბი, სადაც თამაშს განვიხილავდი.
კარიერის დასრულებამდე, დაბრუნებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ეს ძალიან რთული იყო, ჩემი ოჯახი მადრიდში თავს შესანიშნავად გრძნობდა, ამიტომ ამ ნაბიჯის გადადგმა ვერ შევძელი.
ერთის მხრივ, ეს შესანიშნავი იქნებოდა, რადგან აქ გულშემატკივრებს ძალიან ვუყვარვარ, თუმცა მეორეს მხრივ, ჩემი სხეული რეგულარულად თამაშის საშუალებას აღარ მომცემდა”, – განაცხადა აზარმა.
შეგახსენებთ, ედენმა კარიერა ოფიციალურად
2023 წლის ოქტომბერში დაასრულა.