მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა – ახალი მინისტრი უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჯანდაცვის ახალი მინისტრი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულებისას მინისტრმა აღნიშნა, პრემიერისგან მიიღო ინსტრუქცია, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს სამედიცინო საზოგადოების და დაინტერესებული პირების მაქსიმალური ჩართულობით. ამასთან, განმარტა, რომ მაქსიმალური გახსნილობა მთავარი მახასიათებელი იქნება.
პრემიერის, ირაკლი კობაძის თქმით, მინისტრის შერჩევის მთავარი კრიტერიუმები იყო კომპეტენცია და კეთილსინდისიერება.
“დღეს, სამინისტროში, თანამშრომლებს წარვუდგინე მიხეილ სარჯველაძე. კიდევ ერთხელ
ვისაუბრე კრიტერიუმებზე, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას. გვქონდა ფართო, ინდივიდუალური კონსულტაციები, სანამ არჩევანი შეჩერდებოდა მიხეილ სარჯველაძეზე. მთავარი კრიტერიუმი, რითაც ვისარგებლეთ, არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება, რაც განსაკუთრებულად გამოარჩევს მიხეილ სარჯველაძეს. ვფიქრობ, საუკეთესო მინისტრი იქნება, რომელიც არაჩვეულებრივად გაუძღვება იმ საქმეს, რაც დაკავშირებულია სამინისტროს საქმიანობასთან”, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა