„ჩინეთი რუსეთს ეკონომიკურ დახმარებას უწევს და მასთან ვაჭრობას აძლიერებს” – აშშ-ის დაზვერვა

„ჩინეთი რუსეთს ეკონომიკურ დახმარებას უწევს და მასთან ვაჭრობას აძლიერებს” – -ის დაზვერვა
აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების განცხადებით, ქვეყანა მზარდი მყიფე მსოფლიო წესრიგის წინაშე დგას, რომელიც დაძაბულია დიდი ძალების კონკურენციით, ტრანსნაციონალური გამოწვევებითა და რეგიონული კონფლიქტებით.
„ამბიციური ჩინეთი, კონფრონტაციული , ზოგიერთი რეგიონული ძალა, როგორიცაა ირანი და უფრო ქმედუნარიანი არასახელმწიფო აქტორები, აპროტესტებენ საერთაშორისო სისტემის გრძელვადიან წესებს და მასში აშშ-ის მოწინავეობას“, – აცხადებენ სააგენტოები ყოველწლიურ ანგარიშში „წლიური საფრთხეების შეფასება“.
ანგარიში, ძირითადად, ყურადღებას ამახვილებდა ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე, ასევე საუბარია -ჰამასის ომთან დაკავშირებით უფრო ფართო კონფლიქტის რისკებზე.
„ჩინეთი ეკონომიკურ და უსაფრთხოების დახმარებას უწევს რუსეთს, რომელიც სთან ომს აწარმოებს, მისი ინდუსტრიული ბაზის მხარდაჭერით“, – აღნიშნულია მოხსენებაში. დოკუმენტის თანახმად, ჩინეთმა, შესაძლოა, გამოიყენოს ტექნოლოგია, რათა გავლენა მოახდინოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
„ჩინეთი, შესაძლოა, შეეცადოს გავლენა მოახდინოს აშშ-ის 2024 წლის არჩევნებზე გარკვეულ დონეზე იმის გამო, რომ სურს, გვერდი აუაროს ჩინეთის კრიტიკოსებს და აშშ-ის საზოგადოებრივი დაყოფა გაზარდოს“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა იზრდება და რომ ჩინური საქონლის ექსპორტი, რომელიც პოტენციურად სამხედრო მიზნით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, 2022 წლიდან სამჯერ გაიზარდა.