პირველი ბრენდული რეზიდენციების – Wyndham Grand Residence-ის წარდგენა თბილისში

1-ელ მარტს ალიანს ჯგუფმა Wyndham Hotels & Resorts-სა და Aimbridge Hospitality EMEA-სთან კოლაბორაციით, თბილისში პირველი ბრენდული რეზიდენციები – Wyndham Grand Residences წარადგინა.
ღონისძიების ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებსა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ალიანს ჯგუფის კომერციულმა დირექტორმა თემო ბიწაძემ, Wyndham Hotels & Resorts-ის პრეზიდენტმა დიმიტრის მანიკისმა და Aimbridge Hospitality EMEA-ს ვიცე პრეზიდენტმა არმინ ებერჰარდმა ისაუბრეს.
პრეს-კონფერენციის თანახმად, ალიანს ჰაილაინის მესამე C თაუერში განახლებული ბრენდით და 5*-მდე დააფგრეიდებული სტატუსით ვინდემის ყველაზე მაღალსგემენტური რეზიდენციები – Wyndham Grand Residences Tbilisi განთავსდება, ხოლო თავად კომპლექსის ეფექტურ მენეჯმენტს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი მენეჯმენტ კომპანია Aimbridge Hospitality EMEA უზრუნველყოფს.
Wyndham Hotels & Resorts გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და წამყვანი სასტუმროთა ქსელია, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით 90-ზე მეტი ქვეყნის 9 300-მდე სასტუმროს აერთიანებს, ხოლო Aimbridge Hospitality EMEA-ს მენეჯმენტ-პორტფელი 1500-მდე მაღალი კლასის სასტუმროს მოიცავს.
როგორც ალიანს ჯგუფის კომერციულმა დირექტორმა თემო ბიწაძემ აღნიშნა, პარტნიორობა ალიანს ჯგუფს, Wyndham Hotels & Resorts-სა და Aimbridge Hospitality EMEA-ს შორის საინვესტიციო მომხიბვლელობას ზრდის როგორც თავად პროექტის, ასევე საერთაშორისო ინვესტორების წრეში და ბრენდული რეზიდენციების გაყიდვა მარტის ბოლოდან დაიწყება.
დიმიტრის მანიკისის განცხადებით, პარტნიორობა ალიანსსა და Wyndham-ს შორის უკვე რამდენიმე წელს ითვლის: “საქართველო შესანიშნავი ადგილია. მე ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა, მისი დედაქალაქი თბილისი და მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება, რომელიც 90 ქვეყანაში 9300-მდე მაღალი კლასის სასტუმროს მართვასთანაა დაკავშირებული.”
Wyndham Grand Residence Tbilisi უნიკალური ბიზნეს მოდელის საკუთრებაა, რომელიც თბილისის ყველაზე პრესტიჟულ და დინამიკურ ლოკაციაზე, ვაკე-საბურთალოს გასაყარზე მდებარეობს.
საინვესტიციო აპარტამენტისგან განსხვავებით, რომლის მესაკუთრეც შემოსავალს პირადი უძრავი ქონების გაქირავებით იღებს – ბრენდული რეზიდენციის ინვესტორის შემოსავალი გენერირდება როგორც პროექტის სრული სანომრე ფონდიდან, ასევე კომპლექსის ინფრასტრუქტურიდან.
ალიანს ჰაიალაინი იქნება პირველი მულტიფუნქციური კომპლექსი დედაქალაქში, რომელიც მსგავსი ტიპის ნიშურ, ბრენდულ რეზიდენციებს უმასპინძლებს და დაინტერესებულ ინვესტორებს, პროექტის სრულფასოვან თანაპარტნიორობას შესთავაზებს.
Wyndham Grand Residence-ში ინვესტირებით, ინვესტორი უკავშირდება მსოფლიოს წამყვან, უმაღლესი სტანდარტისა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე ბრენდჰაუსებს და პორტფელის გონიერ დივერსიფიცირებას ექსკლუზიურ უძრავ ქონებაში ახდენს.
აღსანიშნია, რომ ალიანს ჰაილაინის A და B თაუერი უკვე სრულად არის რეალიზებული, ხოლო ზემოთხსენებული ცვლილებების იმპლემენტაცია C თაუერში აქტიურად მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ