ისრაელმა, „ჰეზბოლას“ თავდასხმების შემდეგ, ლიბანის ტერიტორიაზე მათ ობიექტებს დაარტყა

ს მოიერიშე თვითმფრინავებმა ლიბანის ბექაას ხეობაში „ჰეზბოლას“ ორ ობიექტს დაარტყა, – ინფორმაციას CNN-ი ს თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ დარტყმები გოლანის სიმაღლეებზე ბოლო დღეებში განხორციელებული ავიაიერიშების პასუხი იყო.
„ეს ადგილები ეკუთვნის „ჰეზბოლას“ საჰაერო ძალებს, რომლებმაც დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა თავდასხმები ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ბაალბეკ-ჰერმელის გუბერნატორის, ბაჩირ ხოდრის განცხადებით, დარტყმები ქალაქებში : დურისში, ტარაიასა და შმუსტარში განხორციელდა. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ არსებობს.
ბექაას ხეობა, რომელიც „ჰეზბოლას“ დასაყრდენად ითვლება, ისრაელ-ლიბანის საზღვრიდან 100 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა