გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მეოთხედ აირჩიეს

ბრიუსელში, ევროპალატის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ევროპალატების დირექტორთა საბჭოს არჩევნები ჩატარდა, სადაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად უკვე მეოთხედ, ორი წლის ვადით იქნა არჩეული.
გიორგი პერტაია პარალელურად არის ევროპალატის სამეზობლო და გაფართოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
ასამბლეის ფარგლეში, არჩეულ იქნა ევროპალატის პრეზიდენტი ვლადიმირ დლოუჰი და ვიცე-პრეზიდენტები.
ასამბლეის მონაწილეებმა განიხილეს 2024 წლის ბიუჯეტირების პროექტი და ევროპალატის გრძელვადიანი ფინანსური განვითარების საკითხები, ასევე 2023-2024 წლების ძირითადი აქტივობები და ღონისძიებები.
ევროპალატა ევროკავშირში ევროპის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებას წარმოადგენს, ფარავს 43 ევროპულ ქვეყანას , 45 წევრ ასოციაციასა და 20 მილიონ ბიზნესს. ასევე, აერთიანებს 1700 რეგიონალურ და ადგილობრივ სავაჭრო პალატას.
საქართველოს სავაჭრო პალატა 2000 წლიდან „ევროპალატის“ აფილირებული წევრია.