მიხეილ სარჯველაძე – მთავარი განმსაზღვრელია პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაცვა – ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება

უპირველესი ინსტრუქცია, რაც მიღებული მაქვს პრემიერისგან გახლავთ ის, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს რაც შეიძლება მეტი ჩართულობით, როგორც სამედიცინო საზოგადოების, ისე ყველა დაინტერესებული პირის. მაქსიმალური გახსნილობა – ეს არის მთავარი მახასიათებელი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, კონკრეტულ გეგმებზე საუბარი გაუჭირდება, სანამ უწყებაში არსებულ ვითარებას სრულად არ გაეცნობა.
„ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, უპირველესი ინსტრუქცია, რაც მიღებული მაქვს პრემიერისგან გახლავთ ის, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს რაც შეიძლება მეტი ჩართულობით, როგორც სამედიცინო საზოგადოების, ისე ყველა დაინტერესებული პირის. მაქსიმალური გახსნილობა, ეს არის მთავარი მახასიათებელი ჩვენი მუშაობისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, დრო დამჭირდება არსებული მდგომარეობის გასაცნობად. ამის მიხედვით შემეძლება კონკრეტული ინფორმაციის მოწოდება”, – აღნიშნა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება.
„მთავარი განმსაზღვრელია პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაცვა. ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება”, – აღნიშნა სარჯველაძემ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა მოადგილეების ცვლილებას, სარჯველაძე განმარტავს: „გვექნება ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები, უახლოეს მომავალში შეიტყობს საზოგადოება”.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია