სერგეი სობიანინი – მოსკოვის ოლქში უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, რომელიც დედაქალაქისკენ მიემართებოდა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა წუხელ რამენსკის რაიონში უკრაინული დრონი გაანადგურა, რომელიც მოსკოვისკენ მიემართებოდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი, სერგეი სობიანინი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
მისი ინფორმაციით, თავდასხმას ზიანი და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„საჰაერო თავდაცვის ძალებმა რამენსკის ურბანულ რაიონში მოსკოვის მიმართულებით მფრინავი დრონის თავდასხმა მოიგერიეს. ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, წინასწარი მონაცემებით, ზიანი და მსხვერპლი არ ყოფილა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სპეციალისტები მუშაობენ,” – აცხადებს მოსკოვის მერი.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა