“არმანი მილანოსთან” მოგებულ მატჩში შენგელიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

იტალიის სერია A-ში მორიგი მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა”. ბოლონიელებმა ერთ-ერთ კონკურენტსა და ევროლიგაში მოასპარეზე “არმანი მილანოს” უმასპინძლეს და მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს – 84:75.
ქართველმა ფორვარდმა შედეგიანად ითამაშა. შენგელიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. “ვირტუსის” ერთ-ერთმა ლიდერმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და ბოლონიელთაგან მოედანზე ყველაზე მეტი – 27 წუთი დაჰყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ნიშნულიდან კი უფრო წარმატებით ესროლა: 6-დან 3 შორი სროლა ჩააგდო. მთლიანობაში მის ანგარიშზე 11 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა.
GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში