რუსეთის დუმაში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც 1954 წელს ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში შესვლის უკანონოდ აღიარებას ითვალისწინებს

რუსეთის სახელმწიფო დუმაში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც 1954 წელს ს საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკიდან გამოსვლას და უკრაინის შემადგენლობაში შესვლის უკანონოდ აღიარებას მოითხოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება „მედუზა“ ავრცელებს.
კანონპროექტის ავტორები რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კონსტანტინე ზატულინი და რუსეთის ფედერალური საბჭოს წევრი სერგეი ცეკოვი არიან. მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი რუსეთის სახელმწიფო დუმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
რუსი დეპუტატების აზრით, ს გადაცემა „არალეგალურად“ უნდა იქნას აღიარებული, რათა „უკრაინის ხელისუფლებას პროპაგანდის ხელიდან ის საფუძველი გამოეცალოს, რომლითაც 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შესახებ საუბრობს“.
კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ 1954 წლის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობა „უკრაინის მოკავშირეებს ყირიმის დაბრუნების შესახებ ს პრეტენზიების მხარდაჭერას გაურთულებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”