დიმიტრი ხუნდაძე: არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა

და ძველი სახელებითა და ნეგატიური წარსულით „ახალი“ პოლიტიკის დაწყებას აპირებენ, მაგრამ, ხალხმა კარგად იცის, რომ „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“
„დღეს, პოლიტიკაში უკვე დაძველებულმა და გაცვეთილმა სახეებმა პოლიტიკური პარტია „ახალი“ დააფუძნეს. რამდენად მოატყუებენ ხალხს ძველი სახეები „ახლის“ იმიტაციით, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი წერს.
დიმიტრი ხუნდაძე ნიკა გვარამიას მიერ წინასაარჩევნოდ გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯებს აფასებს.
„ფაქტია, ოპოზიციურ ფლანგზე ლობისტებს არ ჰყავთ მეტი კადრი და ისევ ძველების გაახალგაზრდავებას ცდილობენ. ეს კი მათ პოლიტიკურ გაკოტრებაზე მიუთითებს.
საყურადღებო იყო ნიკა გვარამიას მიერ ნახსენები სიტყვები -„მოუსყიდაობა“ და „სისუფთავე“. დღეს რომ ის ამ სიტყვების გამოყენებას ბედავს, ეს ქალბატონი პრეზიდენტის „დამსახურებაა“. როგორც ჩანს, გვარამიამ დაიჯერა, რომ პრეზიდენტთან ერთად ის ქართველმა ხალხმაც შეიწყალა. არადა, ნამდვილად არავის დავიწყებია მისი მმართველობის პერიოდში უდანაშაულო ადამიანების სისხლი, პატიმრების წამება, ბიზნესმენების ძარცვა და ა.შ. ალბათ, გვარამია ამ ყველაფერს „მოუსყიდველად“ და „სუფთად“ აკეთებდა.
რაც შეეხება მელიას, საკუთარ გუნდში ერთხელ უკვე წარუმატებელი პოლიტიკოსი ახლებურად ცდილობს ხმების მოპოვებას, მაგრამ შეძლებს კი? ფაქტია, ნიკა გვარამია და ნიკა მელია ძველი სახელებითა და ნეგატიური წარსულით „ახალი“ პოლიტიკის დაწყებას აპირებენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ხალხმა კარგად იცის, რომ „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა – რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?