“ენმს კლონირების პროცესი” – პაპუაშვილი მელია – გვარამიას ერთობაზე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მელია-გვარამიას ახალ ერთობას ენმ-ს კლონირების პროცესად აფასებს. პარლამენტის თავმჯომარე ამტკიცებს, რომ ს და ც იგივე “ნაციონალური მოძრაობაა”, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
პაპუაშვილი ირწმუნება, რომ მსგავსი ქმედებები წყალს “ქართული ოცნების” ნიადაგზე ასხამს, რადგან ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება უფრო გაუმარტივდება.
ამ კლონირების პროცესს ვუყურებთ ჩვენ, რომლის მიზანი არის, რომ თითქოს დააბნიონ საზოგადოება და თავი წარმოაჩინონ არა „ნაციონალურ მოძრაობად“. ეს ორი ადამიანი [ნიკა მელია და ნიკა გვარამია], ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგი და მეორე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ახლა გამოდიან სერიოზული სახით და უნდათ ვინმეს დააჯერონ, რომ ისინი ამ პარტიას არ წარმოადგენენ. როგორც არ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ვითომ გაიბრძოლა მათ წინააღმდეგ, ბოლოს სხდომათა დარბაზშიც კი მათ რიგებში გადაჯდა, ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, რაც უფრო მეტად გამოჩნდება ყველაფერი, მით უფრო კარგი ჩვენი საზოგადოებისთვის, მით უფრო კარგი იმ მიზნისთვის, რომელიც აქვს ჩვენს საზოგადოებას, რომ ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ