შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩ მატუშ ბუშოვსკისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შალვა პაპუაშვილმა მატუშ ბუშოვსკის ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მის საქმიანობაში.
„მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის თანამშრომლობის დინამიკა, მათ შორის, მაღალი დონის ვიზიტები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-სლოვაკურ ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ამ მხრივ საქართველოს მოლოდინებსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.
ელჩმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მზად არის, გაუწიოს დახმარება საქართველოს ყველა საჭირო მიმართულებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!