მინისტრთა კაბინეტში სხვა საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არაა, რადგან ყველა მინისტრი ძალიან კარგად მუშაობს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ყველა მინისტრი მუშაობს ძალიან კარგად, მათ შორის ის მინისტრებიც, რომელიც დაასახელეთ [ჟურნალისტმა] – საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, აქედან გამომდინარე არავითარი საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არაა“, – განაცხადა კობახიძემ.