პრემიერი – გამოწვევები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს წინაშეა, ძალიან ბევრია – მნიშვნელოვანია, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნას დარგის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კონსულტაციების საფუძველზე

მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება დარგის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კონსულტაციების საფუძველზე იქნას მიღებული – გამოწვევა ძალიან ბევრია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა მოთხოვნები ექნება ჯანდაცვის ახალი მინისტრისადმი.
როგორც კობახიძემ განმარტა, ახალ მინისტრს, ს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა გამოწვევებთან გასამკლავებლად.
„გამოწვევები, რომელიც სამინისტროს წინაშეა, ძალიან ბევრია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნას დარგის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კონსულტაციების საფუძველზე – ესენი არიან სამედიცინო საზოგადოება, დევნილები, ის ადამიანები, რომელთანაც დაკავშირებულია სოციალური დახმარების სისტემა. მნიშვნელოვანია იყოს თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ეფექტიანი მენეჯმენტი. ს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა გამოწვევებთან გასამკლავებლად, აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ რწმენას, რომ ბატონი მიხეილი იქნება საუკეთესო მინისტრი და ღირსეულად დაიკავებს ამ თანამდებობას“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.