“ბევრი რამის თქმა მინდა… მადლობელი ვარ იმ ცხოვრებისთვის, რომელიც მაქვს… სიყვარულით, სალომე” – სალომე ღვინიაშვილის ახალი ფოტოები ქართველი დიზაინერის სამოსში და ემოციური მიმართვა – Marao
მოდელი და დიზაინერი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე მეუღლესთან, ზურა ხიზანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. იგი უკვე არაერთი წელია, საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახეა. მან სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, თუმცა17 წლის სალომე ცოლად გაჰყვა ტატო აბულაძეს, რომელთან ერთადაც მოდელმა 3 წელი იცხოვრა. მას და ტატოს საერთო ბიჭი, დათუნა აბულაძე ეყოლათ.
სალომე მკაცრი მშობლების ხელში გაიზარდა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მშობლები ბევრ რამეს უკრძალავდნენ, მათ შორის, პირველ მეუღლესთან შეხვედრასაც. სალომეს თქმით, შესაძლოა სწორედ ეს აკრძალვა გახდა იმის მიზეზი, რომ ის პირველად ნაადრევად გათხოვდა.
სალომეს უფროსი ბიჭი დათუნა აბულაძე უკვე 19 წლის არის. მასზე სულ რამდენიმე დეტალია ცნობილი. წელს სალომემ შვილს დაბადების დღე ემოციური სიტყვებით მიულოცა. როგორც მოდელი ამბობს, ის და დათუნა ერთმანეთს კარგად უგებენ, რადგან სალომემ ბიჭი ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდში გააჩინა. ბიჭი მართლაც ძალიან ჰგავს დედას…
„17 წლის ვიყავი, როცა დათუნა დაიბადა, ერთი წლით პატარა, ვიდრე თვითონ არის დღეს. ყველაფრით დავიმსგავსე. ალბათ, ამიტომაც ვუგებთ ყველაზე კარგად ერთმანეთს” – ამბობდა სალომე.
სალომე ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე მეუღლესთან, ზურა ხიზანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.
ამჯერად სალომე “ინსტაგრამზე ახალ ფოტოებს აქვეყნებს. როგორც ცნობილია, ის Moët-ს ღონისძიებას სერბეთში ლიკა ევგენიძესთან ერთად დაესწრო:
‘Moët ოჯახთან ერთად ყოველი წამი ზღაპარია. ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ყველაფერს ასეთ ჯადოსნურს ხდის. გმადლობთ, რომ მე ვარ Moet Society-ს ნაწილი ჩემს ლამაზ მეგობრებთან ერთად. მადლობელი ვარ იმ ცხოვრებისთვის, რომელიც მაქვს… სიყვარულით, სალომე”, – წერს სალომე.
ფოტოებში სალომე ღვინიაშვილს ქართველი დიზაინერის, თაკო მექვაბიძის სამოსი აცვია.