ჩვენ გაოცებას არ წყვეტენ – ლეგენდარული მანანა მენაბდის რადიკალურად განსხვავებული იმიჯი და ახალი კადრები “სარაჯიშვილის” კამპანიიდან – Marao

ჩვენ გაოცებას არ წყვეტენ – ლეგენდარული მანანა მენაბდის რადიკალურად განსხვავებული იმიჯი და ახალი კადრები “სარაჯიშვილის” კამპანიიდან – Marao
ქართველი მუსიკოსი დები იშხნელების ოჯახში დაიბადა – სწორედ ამან განაპირობა ალბათ ის, რომ მანაც მუსიკა აირჩია. მისი შემოქმედება ქართველი მსმენელისთვის უცხო არ არის.
“მე ვფიქრობ, რომ ადამიანი თავისი ხასიათით იბადება. დაახლოებით წლინახევრის ასაკში ის უკვე მეტ-ნაკლებად ამჟღავნებს, თუ როგორ ადამიანად შეიძლება შედგეს. ჩემთვის, მაგალითად, არავის უთქვამს, წადი, იმღერე და მომღერალი გამოდიო. ზოგიერთ ოჯახსა და მშობელს სიგიჟემდე სურს, მათი ბავშვი სცენაზე იდგეს და მღეროდეს. მსგავსი დაძალება ჩემთან არასდროს ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის ასაკში უკვე მამას დაწერილ სოლფეჯიოებს ვმღეროდი, ოთხი წლისამ ბებიების, დები იშხნელების ‒ მთელი რეპერტუარი ვიცოდი, ამას ხაზს არავინ უსვამდა. არავის დავუყენებივარ სკამზე და უთქვამს, სტუმრებისთვის იმღერე ან ლექსი წაიკითხეო. ეს ბუნებრივად ხდებოდა.
საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში ძალიან დიდხანს პერსონა ნონ-გრატა ვიყავი, მაგრამ მაგის გამო არ წავსულვარ. ჩემი 13 წლის დისშვილი – თეონა, გარდაიცვალა სისხლის გათეთრებით. ამიტომ ძალიან გამიჭირდა დარჩენა. თუმცა მივხვდი ერთ რამეს: სხვაგან შეიძლება გადახვიდე, მაგრამ შენი თავიდან ვერსად გადახვალ. 15 წელი ვიცხოვრე გერმანიაში, მაგრამ თან დამქონდა ჩემი თბილისი და ჩემი საქართველო” – იხსენებდა მანანა მენაბდე ერთ-ერთ ინტერვიუში.
მომღერალი პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს, თუმცა იყო შემთხვევა, როცა თავის პირველ და ერთადერთ სიყვარულზე ხმამაღლა ისაუბრა:
„ძალიან მიყვარდა და მასაც ვუყვარდი. დედამისს არ სურდა მანანა მენაბდე. ჩემი მეგობრები არიან იმის მოწმეები, რომ დედამისმა აქ, თბილისში მომიხადა ბოდიში… თუ ოჯახს შევქმნიდი, ეს მხოლოდ მასთან იქნებოდა. ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს არაჩვეულებრივ მეუღლესა და შვილებთან ერთად. აქაც ჰყავს შვილი.
ასეთ რთულ ვითარებაში ცუდად მოიქცა. ერთი კვირით მარტო დამტოვა. მას არ უფიქრია იმაზე, მე რა მდგომარეობაში ვიქნებოდი იმ დროს. მერე მოვიდა ჩემთან და მითხრა, მაპატიე, მაგრამ არ შემეძლო, შენ გამოგყოლოდი, რადგან დედაა ჩემიო. ახლა ვესაუბრე დედას, გადავწყვიტე ყველაფერი და მინდა, ერთად ვიყოთო. მე ვუპასუხე, რომ მას ერთი კვირით დააგვიანდა… ფაქტობრივად, იმ ქალმა სახლიდან გამომაგდო. დავრჩი ქუჩაში, სიცივეში, მარტო. არც კი გამომყოლია არავინ. ცუდ დღეში ვიყავი ძალიან. გამოცდილება არ მქონია. 24 წლის ვიყავი…“- ამბობდა მომღერალი.
ამჯერად მანანა მენაბდე “სარაჯიშვილის” ახალ კამპანიაში ვიხილეთ – ფოტოები სოციალურ ქსელში ბახვა ბრეგვაძემ გააზიარა.