იაპონიის მთავრობამ წითელ ზღვაში ჰუსიტების მიერ იაპონური კომპანიის კუთვნილი გემის გატაცება დაგმო. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ჰუსიტები აცხადებდნენ, რომ გემი ისრაელის მოქალაქეს ეკუთვნის, თუმცა იაპონიის მთავრობის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ გემი იაპონური კომპანია Nippon Yusen-ის მართვის ქვეშ იმყოფება. ოფიციალური ტოკიოს განცხადებით, ისინი მუშაობენ გემისა და მისი ეკიპაჟის სწრაფი გათავისუფლებისთვის.
არსებული ინფორმაციით, გემის ბორტზე 22 ადამიანი იმყოფება, მათი უმრავლესობა ბულგარეთისა და ფილიპინების მოქალაქეები არიან.