Sotheby’s აუქციონზე შოტლანდიური ვისკი რეკორდულ ფასად გაიყიდა

Sotheby’s აუქციონზე ვისკი The Macallan 1926 $2.7 მილიონად გაიყიდა, რაც აუქციონზე გაყიდული ალკოჰოლური სასმელებისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია 1986 წელს ჩამოსხმული მხოლოდ 40 ბოთლიდან ერთ-ერთზე. The Macallan-მა 1926 წლის მოსავალი კასრებში 60 წლის განმავლობაში დააყოვნა, რის შემდეგაც მხოლოდ 4 ათეულ ბოთლში გადაანაწილა და თავის ტოპ-კლიენტებს შესთავაზა. სხვაგვარად ამ ბოთლების შეძენა შეუძლებელი იყო.
ამიტომ, ყოველთვის, როდესაც ერთ-ერთი ამ ბოთლებიდან აუქციონზე ჩნდება, ის რეკორდულ ფასად იყიდება. მაგალითად, 2019 წელს, ანალოგიური ვისკი $1,9 მილიონად გაიყიდა.
სერიალის „მისტერ და მისის სმიტი“ პრემიერის თარიღი ცნობილია
„ბევრს ჩაახედებს ეს ინტერვიუ სარკეში, როგორც ემიგრანტებს, ისე მათ ოჯახის წევრებს…“ – ერთი ქალის სევდიანი ამბავი
„რომანტიკული, სიყვარულით სავსე კავშირია…“ – ს რომელი ნიშნები შეეფერებიან ერთმანეთს

ასევე დაგაინტერესებთ