2023 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის შრომის ანაზღაურებამ 83 790 ლარი შეადგინა

ღვინის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის თანამდებობრივი სარგოს და სამივლინებო ხარჯების შესახებ ანგარიშის მიხედვით, სააგენტოს თანამშრომლებზე გაცემული ანაზღაურების ოდენობამ ჯამში 3 469 669 ლარი შეადგინა, საიდანაც თავმჯდომარის ლევან მეხუზლას შრომის ანაზღაურება 83 790 ლარი იყო.
ამავე ინფორმაციით, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შრომის ანაზღაურების სახით წლის განმავლობაში 75 141 ლარი მიიღო. დანარჩენი ორი მოადგილის ანაზღაურებამ კი 73 471 და 67 663 ლარი შეადგინა.
ცალკე არის სამივლინებო ხარჯები, რომელმაც თავმჯდომარისთვის 34 331 ლარი შეადგინა. ამ თანხიდან 10,440 ლარი ქვეყნის შიგნით, ხოლო 23 891 ლარი ქვეყნის გარეთ მივლინებებზე დაიხარჯა.