ღარიბაშვილი: ღობეზე რატომ უნდა ვილაპარაკო?! – დამისახელეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაური ზის დაუცველ, ღობის გარეშე შენობაში

ღო­ბე­ზე რა­ტომ უნდა ვი­ლა­პა­რა­კო, უხერ­ხუ­ლია, სირ­ცხვი­ლია, ამას გან­მარ­ტავს თა­ვად კო­ბა­ხი­ძე, მი­მარ­თავს და გან­მარ­ტავს – და­მი­სა­ხე­ლეთ ქვე­ყა­ნა, რომ­ლის მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი ზის და­უც­ველ, ღო­ბის გა­რე­შე შე­ნო­ბა­ში, – ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, ნიშ­ნავს თუ არა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წინ ღო­ბის აღე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმას, რომ ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და კო­ბა­ხი­ძეს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბაა.

რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ღო­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბით იყო ნა­კარ­ნა­ხე­ვი და მასა და მოქ­მედ პრე­მი­ერს შო­რის არა­ვი­თა­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ არის.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, კო­ბა­ხი­ძის მხრი­დან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ქონა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მა­ლუ­რია.

„და­მი­სა­ხე­ლეთ ქვე­ყა­ნა, რომ­ლის მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი ზის და­უც­ველ ღო­ბის გა­რე­შე შე­ნო­ბა­ში. მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და მო­ტი­ვა­ცია, რო­დე­საც მე ეს გა­დავ­წყვი­ტე, იყო უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და რა­ტომ? ეს დესტრუქ­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გახ­სოვთ, რომ პირ­და­პირ ჩვენს გმირ პო­ლი­ცი­ე­ლებს რო­გორ შე­უ­რა­ცხყოფ­დნენ კან­ცე­ლა­რი­ის წინ, ხან ფქვი­ლი და­ა­ყა­რეს, ხან სა­ღე­ბა­ვი შე­ას­ხეს და ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლებს, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს რო­გორ აწუ­ხებ­დნენ, შიგ­ნით შეც­ვივ­დე­ბოდ­ნენ ყო­ველ­გვა­რი საშ­ვე­ბის გა­რე­შე და დესტრუქ­ცი­ას აწყობ­დნენ და სა­ში­ნე­ლე­ბებს სჩა­დი­ოდ­ნენ.

არა­ვი­თა­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ არ­სე­ბობს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი წყვეტს სა­კად­რო სა­კი­თხებს კონ­სტი­ტუ­ცი­ით, კა­ნო­ნით. ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, აქ არა­ფე­რი ახა­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა, კო­ბა­ხი­ძე არ არის ვალ­დე­ბუ­ლი, რომ ჩემ მიერ და­ნიშ­ნულ მი­ნის­ტრებ­თან იმუ­შა­ოს, მას თუ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა აქვს და გა­მოვ­ლინ­და კი­დეც რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ზე, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა აქვს. ნორ­მა­ლუ­რია, ჩვენ ვართ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მე ვარ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, პრე­მი­ე­რი არის კო­ბა­ხი­ძე. ნორ­მა­ლუ­რია სხვა აზრი ჰქონ­დეს, არა­ნორ­მა­ლუ­რია, რომ ყვე­ლა­ფერ­ში ერთი და იგი­ვე აზრი გვქონ­დეს”, – გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე იყო თუ არა ის ახა­ლი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ის პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეა, მთავ­რო­ბის სა­კი­თხებ­ში აღარ ერე­ვა.

„უნდა და­ვე­ლო­დოთ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, მან უნდა გა­და­წყვი­ტოს სა­კად­რო სა­კი­თხე­ბი, მთავ­რო­ბის სა­კი­თხებ­ში მე აღარ ვე­რე­ვი, მე ვარ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე. სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არის ჩვე­ნი პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ჩვე­ნი პარ­ტი­ის მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მრჩე­ვე­ლი, მე ვარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პარ­ტი­ის მუ­შა­ო­ბა­ზე და, რა თქმა უნდა, ჩემი მთა­ვა­რი მი­სი­აა მო­ვი­ა­რო რე­გი­ო­ნე­ბი და პარ­ტია მო­ვამ­ზა­დოთ არ­ჩევ­ნე­ბის­თვის”,- გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.