რამდენიმე დღის წინ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ “კვარა” “ნაპოლის”იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ისეთ თანხას შესთავაზებენ, რომელზეც კლუბის ხელმძღვანელები უარს ვერ იტყვიან.
“მარკა” იტყობინება, რომ “ნაპოლი” კვარაცხელიას 150 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევა. ამ ინფორმაციას Transfer Sector-ი ადასტურებს.
გამოცემები აღნიშნავენ, რომ ზაფხულში “ნაპოლიდან” აუცილებლად წავა ვიქტორ ოსიმენი და კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ქართველის გასხვისება არ სურს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩას სამსახურით “ბარსელონაა” დაინტერესებული და ამდენად მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორც წარმოაჩენს ის თავს კატალონიურ გუნდთან ჩემპიონთა ლიგის
მომავალ მატჩში.