ეს ჩემი ბოლო არჩევნებია – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ თურქეთში 31 მარტს დაგეგმილი არჩევნები მისთვის ბოლო იქნება. ინფორმაციას სააგენტო “როიტერსი” თურქეთის სამთავრობო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერდოღანი თანამედროვე თურქეთის ყველაზე წარმატებულ პოლიტიკოსად ითვლება, რამდენადაც უკვე 20 წელზე მეტია, ქვეყანას მართავს. მას არაერთი არჩევნები აქვს მოგებული. 2023 წლის მაისში ისევ მორიგჯერ იქნა არჩეული პრეზიდენტად 5 წლის ვადით.
“ეს ჩემთვის ბოლოა. მანდატით, რომელსაც კანონი მანიჭებს, ეს ჩემი ბოლო არჩევნებია”, – თქვა ერდოღანმა ადგილობრივ სამთავრობო მედიასთან და დაამატა, – “შედეგი, რაც დადგება, მემკვიდრეობით გადაეცემათ ჩემს დებსა და ძმებს, ვინც ჩემ შემდეგ მოვა”.
ერდოღანი 70 წლისაა. 2014 წელს ის თურქეთის მეთორმეტე პრეზიდენტი გახდა. პრეზიდენტობამდე იკავებდა თურქეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს. კიდევ უფრო ადრე კი სტამბოლის მერი იყო 1994-დან 1998 წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება

“გამოდის რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უნდა გვაზეიმონ. შაჰ აბასმა ლაშქრობების დროს ნახევარი საქართველო ააოხრა და კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივად გადაასახლა ირანში”