აშშ-ის ფლოტი აცხადებს, რომ წითელი ზღვის თავზე ჩამოაგდო 15 დრონი

აშშ-ის არმიის განცხადებით, საზღვაო ხომალდებმა და საბრძოლო თვითმფრინავებმა წითელი ზღვის არეალში ჩამოაგდო იემენის ჰუთების მიერ გაშვებული 15 დრონი.
-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სამმართველომ განაცხადა, რომ 9 მარტს მისმა ძალებმა ადგილობრივი დროით დილის 4 საათიდან 6.30 საათამდე უპასუხეს მასშტაბურ შეტევას “ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი ტერორისტების” მხრიდან.
დრონები, რომლებსაც უპილოტო საფრენ აპარატებსაც უწოდებენ, წარმოადგენდა “მოახლოებულ საფრთხეს სავაჭრო გემებისთვის, აშშ-ის ფლოტისთვის, და რეგიონში კოალიციის ხომალდებისთვის” – ვკითხულობთ განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ ჰუთების რაკეტა მოხვდა კომერციულ ხომალდს ადენის ყურეში, რასაც ეკიპაჟის სამი წევრი ემსხვერპლა, გადარჩენილები იძულებულნი გახდნენ ხომალდი მიეტოვებინათ.