ფოტო თურქეთის საავადმყოფოდან – როგორია დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა

მკურნალობის ხანგრძლივი პროცესი დაწყებულია – დეკანოზი გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში თურქეთის საავადმყოფოდან პირველ კადრებს ავრცელებს.
სასულიერო პირის ოჯახის წევრი განმარტავს, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახი იძულებული იყო, დეკანოზი თურქეთში სამკურნალოდ გადაეყვანათ, თუმცა თორნიკე მამალაძე იმედს გამოთქვამს, რომ პროცესი დადებით შედეგს გამოიღებს.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ის გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს პატრიარქი ოპერაციას იკეთებდა. მას, პროკურატურის მტკიცებით, ციანიდის ნატრიუმი აღმოუჩინეს და გაჩნდა ვარაუდი, რომ დეკანოზი ილია მეორის მოწამვლას აპირებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 14 თებერვალს გაათავისუფლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – მესმის, წინა არჩევნებზე კარგი შედეგი იყო დიდ ქალაქებში, მაგრამ გაქანებული რეპრესიები არ იყო და არც ასე აშვებული იყო გადაწყვეტილების მიმღები ხალხი – ასეთი ოპერირების მოდელი აირჩიეს და სტრატეგიაც შესაბამისად უნდა დაგეგმო

ლაშა ბაქრაძე – ხალხი არ აპირებს ჩაბარდეს დიქტატურას, შეიძლება წინააღმდეგობა შემოდგომიდან ახალი ძალით დაიწყოს – როდესაც ადამიანებს მუდმივად ამყოფებენ ზეწოლის ქვეშ, ერთ მშვენიერ დღეს აიღებენ ფიწლებს და მათი შეჩერება გაძნელდება