“შახტარი” გალიდერდა – დონეცკურ გუნდს ხელს უწყობენ?

უკრაინის პრემიერლიგის მე-20 ტურში „შახტარმა“ „კოლოსი“ 3:2 დაამარცხა
ამ მატჩის წინ ცნობილი გახდა, რომ „მეშახტეებს“ მე-18 ტურში „ალეკსანდრიასთან“ 0:0 დასრულებულ მატჩში ტექნიკური გამარჯვება 3:0 იმის გამო ჩაუთვალეს, რომ მეტოქემ ფეხბურთელი ივან კალიუჟნი ათამაშა, რომელიც განაცხადში არ იყო შეყვანილი. ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა მიღებულ გადაწყვეტილებას უსინდისო და თავხედური უწოდა და თქვა, რომ დონეცკური გუნდი ნამდვილი ჩემპიონი ვერ გახდება და სტოკჰოლმის სინდრომს აქვს ადგილი.
ერთი რამ ფაქტია, „შახტარი“ პრემიერლიგაში ძველებურად ვერ დომინირებს და ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ ხშირად ეხმარებიან. დღევანდელი მატჩიც მათთვის რთულად
დაიწყო, თავიდან მეტოქე დაწინაურდა, შესვენების შემდეგ სადებიუტო გოლით კევინმა ანგარიში გაათანაბრა, მერე ტრაორემ წინ გაიყვანა, 88-ე წუთზე კევინმა დუბლი შეასრულა, ხოლო ზედ საფინალო სასტვენის წინ ტრაორემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
დონბასელთა რიგებში ირაკლი აზაროვი 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, გიორგი გოჩოლეიშვილი კი განაცხადში არ იყო.
„შახტარს“ ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 40 ქულით უკვე ლიდერია და 12 მარტს „მინაის“ დაუპირისპირდება.
შახტარი – კოლოსი 3:2
გოლები: 0:1 ილინი (8), 1:1 კევინი (50), 2:1 ტრაორე (65), 3:1 კევინი (88), 3:2 ტრაორე (90+4, საკ. კარში)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში